15 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
დღევანდელი ჩვენი პრეზიდენტი იმსახურებს იმპიჩმენტს - ფრიდონ ინჯია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი დაგვიანებულად არის დაწყებული, რადგან ეს საკითხი მმართველ გუნდს, პრეზიდენტის პირველივე ანტიკონსტიტუციური განცხადების შემდეგ უნდა წამოეჭრა.

ინჯიას თქმით, ისინი მხარს დაუჭერენ იმპიჩმენტის პროცესს, რადგან სალომე ზურაბიშვილი ამას იმსახურებს.

"დაგვიანებულია, პირველშივე შემტვრევა როდესაც იყო, პრეზიდენტის ანტიკონსტიტუციური განცხადებისა და ეხებოდა ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს, მაშინვე უნდა გაეკეთებინა ეს მმართველ პარტიას. დღევანდელი ჩვენი პრეზიდენტი იმსახურებს იმპიჩმენტს, ჩვენ გავიხილავთ ამას და ვფიქრობთ, რომ ოთხივე ხმა იქნება იმისკენ მიმართული, რომ იმპიჩმენტი დადგეს", - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

დღის ამბები