15 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
სადაო არაფერია იმაში, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და ამას ვერანაირი მოტივაცია ვერ გაამართლებს - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სადაო არაფერია იმაში, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და ამას ვერანაირი მოტივაცია ვერ გაამართლებს.

მისი თქმით, პრეზიდენტის ქმედებაზე ერთადერთი საპასუხო ქმედება, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა იყო, რათა მათ მისცენ სამართლებრივი შეფასება პრეზიდენტის ქმედებას.

"ჩვენ, უპირველეს ყოვლისა პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას. თუ საქართველოს პრეზიდენტი პატივს არ სცემს საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენ თვითონ არ ვცემთ პატივს ჩვენს კონსტიტუციას, მაშინ არავინ არ სცემს პატივს არც ჩვენს კონსტიტუციას და არც ჩვენს სახელმწიფოს.

რაც შეეხება ამ ვიზიტებს, ვფიქრობ, რომ აქ სადაო არაფერი არ არის, არავინ არ უარყოფს, რომ ეს არის კონსტიტუციის აშკარა დარღვევა და კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა. არის მცდელობები, რომ სხვადასხვა მოტივაციით გაამართლონ. არანაირი მოტივაცია კონსტიტუციის დარღვევას არ ამართლებს. ერთადერთი რეაქცია, რაც ამაზე შეიძლება ყოფილიყო და ამ შემთხვევაში პარლამენტის პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რაღა საკონსტიტუციო სასამართლომ მისცეს სამართლებრივი შეფასება ამ ქმედებას. მერე ყველამ საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობით უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება.

რადიკალურ ოპოზიციას რაც შეეხება, მათ უკვე გააჟღერეს საკუთარი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, მაგრამ ვნახოთ, მოვა ის მომენტი, როდესაც ყველას ექნება მისაღები გადაწყვეტილება. მე ფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოდან გამომდინარე, საკითხის სიმარტივიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა იქნება, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და ამის პირობაზე თუ ვინმე მიიღებს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა მათთვის პოლიტიკურად მძიმე გადაწყვეტილება იქნება, რომ კონსტიტუციის დარღვევას დაარქვან არ დარღვევა. ეს იქნება კიდევ ერთ-ერთი ე.წ ნიუს სფიქი, რომელსაც შეეჩვია ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, როდესაც ომს არქმევენ მშვიდობას და ტერმინებს ატრიალებენ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები