15 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის დასაზიანებლად "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი წამოიწყო - ანა წითლიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, ხელისუფლება მუდმივად ცდილობს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს საბოტაჟი მოუწყოს და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყება ამის დასტურია.

წითლიძის თქმით, სანამ ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" იქნება, ევროპულ კურსთან დაკავშირებით, საბოტაჟ ყოველთვის იქნება.

"მაშინ როდესაც მინიმალური შანსი მაინც ჩნდება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან კანდიდატის სტატუსის მიღების, საქართველოს ხელისუფლება ყოველ ჯერზე ახერხებს ამ პროცესის საბოტაჟი მოახდინოს. ახლა კიდევ ერთი დამაზიანებელი პროცესი კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის - პრეზიდენტის იმპიჩმენტი წამოიწყეს. მანამ სანამ "ქართული ოცნება" არის ხელისუფლებაში, საბოტაჟიო ევროპულ კურსთან დაკავშირებით იქნება ყოველთვის", - განაცხადა ანა წითლიძემ.

დღის ამბები