თეთრმა სახლმა ადვოკატების, კანონმდებლებისა და კომუნიკაციის სპეციალისტების გუნდი შეკრიბა, რათა პასუხი გასცენ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ სავარაუდო იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას
თეთრმა სახლმა ადვოკატების, კანონმდებლებისა და კომუნიკაციის სპეციალისტების გუნდი შეკრიბა, რათა პასუხი გასცენ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ სავარაუდო იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას. ინფორმაციას NBC News ავრცელებს. როგორც NBC News წერს, ბაიდენის თანაშემწეები და მოკავშირეები აცხადებენ, რომ ენერგიულად ემზადებიან იმპიჩმენტის საკითხზე წინააღმდეგობის გასაწევად.
CNN-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის სტრატეგიის შემუშავება დაიწყეს. როგორც CNN წერს, იმპიჩმენტის პროცედურა მოსამზადებელი დოკუმენტების შემუშავების შემდეგ, ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყება. იმპიჩმენტის პროცედურა იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ბაიდენის ადმინისტრაცია კომისიას არ მიაწვდის ინფორმაციას, რომელიც ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმეზე აწარმოებს გამოძიებას.