ეს ის ხალხია, სააკაშვილის დედის გიულის დაფინანსებული ლობისტები რეზოლუციის ტექსტებს რომ უწერენ და მერე ერთ ხმაში რომ მკაცრი სახით კითხულობენ. ბრავო "ქართულ ოცნებას," ჯერ მარტო იმპიჩმენტის პროცედურის განცხადებით რომ ასეთ დღეში ჩააგდო ესენი - ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების განცხადებებს.
"ასე სასწრაფოდ შოკირებულ-აღშფოთებულ-შეშფოთებულები, ბევრჯერ გვინახავს ეს სამარცხვინო და დეგრადირებული სუბიექტები. ეს ის ხალხია, სააკაშვილის დედის გიულის დაფინანსებული ლობისტები რეზოლუციის ტექსტებს რომ უწერენ და მერე ერთ ხმაში რომ მკაცრი სახით კითხულობენ. ბრავო "ქართულ ოცნებას," ჯერ მარტო იმპიჩმენტის პროცედურის განცხადებით, რომ ასეთ დღეში ჩააგდო ესენი. ახლა წარმოიდგინეთ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დასრულების შემდეგ კი შეიძლება ხმაც დაკარგონ და ენაც ჩაუვარდეთ. ისე ჩვენში დარჩეს ცოტა თქვენი ბრალიც არის სალომე ზურაბიშვილის არეულ-დარეული კარიერა, ჰო და იქნებ ურჩიოთ თვითონ გადადგეს. არც ის იქნება ურიგო თუ თქვენისთანა სუბიექტებიც დატოვენენ ევროპარლამენტს, მინიმუმ ევროპარლამენტის სახელის გაალამაზებთ, რომელიც ფაქტია, რომ საკმაოდ დააზარალეთ“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.