15 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
დაიდება თუ არა მარცვლეულის ახალი გარიგება - მსოფლიოს ნაწილი სოჭის შეხვედრას ელოდება

მსოფლიო თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მოლოდინშია.

სამ დღეში გახდება ცნობილი, ელის თუ არა ღარიბ ქვეყნებს შიმშილი. მას შემდეგ რაც რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გავიდა, უკრაინული ხორბალი, სიმინდი და ზეთი პორტებიდან ვეღარ გადის, რაც ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხეს ქმნის.

უფრო მეტიც, საოკუპაციო ძალა დღემდე ანადგურებს უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურას და მარცვლეულის საწყობებს.

კიევმა ალტერნატიული დერეფანი შექმნა, თუმცა ის იმდენად სარისკოა რომ მხოლოდ რამდენიმე გემის გატარება მოხერხდა.

თურქეთის პრეზიდენტს სოჭში 4 სექტემბერს ელოდებიან. ჯერ არავინ იცის რა გეგმით მიდის ვლადიმერ პუტინთან რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, თუმცა
აზოვსტალის მებრძოლების უკრაინაში დაბრუნების გამო ლიდერებს შორის მოლაპარაკებები ადვილი არ იქნება.

ანკარას გარდა მარცვლეულის კრიზის დასაძლევად საკუთარი სქემა აქვს ვაშინგტონს.
შეერთებული შტატები უკრაინიდან ექსპორტის გატანას მდინარე დუნაით და რუმინეთის შავი ზღვის პორტებით განიხილავს, მათ შორის სამხედრო დაცვის უზრუნველყოფით.

ეს მარშრუტი ბევრად ძვირია, მაგრამ თუ მოსკოვმა ახალ გარიგებას ხელი არ მოაწერა შემოდგომის მოსავალს ახალი სატრანზიტო გზა დასჭირდება.

დღის ამბები