15 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან გამართა. მთავარი თემა კანდიდატის სტატუსი იყო.

მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე ევროპელ კოლეგებს საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე და რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე ესაუბრნენ.

შეხვედრები გაიმართა: ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ესპანეთისა და მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის ბელგიის წარმომადგენლობებთან, ასევე უნგრეთისა და ლიეტუვის დეპუტაციასთან. თითოეული მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.  

"ჩვენი ევროპელი პარტნიორები ხაზგასმით აღნიშნავენ ევროპულ პერსპექტივას, რომელიც საქართველოს გასული წლის ივნისში მიენიჭა და ამ პერსპექტივის არსებობის მნიშვნელობას. აქედან გამომდინარე, საქართველო არის უკვე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი და ეს რა თქმა უნდა, თან სდევს ამ შეხვედრებს და კონსულტაციებს, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ ბრიუსელში. საქართველო არის განხილული, როგორც ევროკავშირის მომდევნო მომავალი წევრი ქვეყანა. ახლა უკვე იმ ეტაპებს, რომელსაც ქვეყანა გაივლის, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, დამოკიდებულია საქართველოზე, თუ რას გააკეთებს რეფორმების განხორციელების კუთხით, თუმცა ეს დიდწილად დამოკიდებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ევროკავშირი მიიღებს," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი. 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები