06 ოქტომბერი 2024,   23:16
ვრცლად
გვსურს გამოვხატოთ სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ, საქართველოს დემოკრატიული რეფორმების და ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ - დევიდ კრამერი

თბილისში ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციას მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მასპინძლობენ. კონფერენციას მმართველი გუნდი არ ესწრება. "ქართული ოცნების" ამ გადაწყვეტილებას დაკავშირებით, კონფერენციის ორგანიზატორებმა განცხადებები გააკეთეს. 

ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორი, დევიდ კრამერი ამბობს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც კონფერნეციაზე იმყოფება, საქართველოს მეგობრები არიან. 

"ყველა, ვინც აქ ვართ, ვართ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები და მხარდამჭერები, იმის მიუხედავად, რა ხდება ამ ქვეყანაში ან რეგიონში. გვსურს გამოვხატოთ სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ, საქართველოს დემოკრატიული რეფორმების მიმართ, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ. ცხადია, საქართველო, უკრაინასთან და რეგიონის ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რომელიც მოსკოვიდან მოდის და ეს არის პუტინიზმის საფრთხე, რომელიც არის მცდელობა დაამყაროს კონტროლი რეგიონის ქვეყნებზე, უარყოს მათი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი," - აცხადებს დევიდ კრამერი.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ევგენიძე ამბობს, რომ საერთაშორისო კონფერენციაზე ყველა იყო მიწვეული, თუმცა მმართველმა გუნდმა გასული წლის მსგავსად, წელსაც გადაწყვიტა, რომ მას არ დასწრებოდა.

კონფერენციაზე იმყოფება პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი.

"ქართულმა ოცნებამ", რომიც შეეცადა, რომ რუსული კანონი მიეღო და ფაქტიურად, ამ კონფერენციის ორგანიზატორები და ბევრი სხვა ადამიანი, ვინც აქ არის წარმოდგენილი, გამოეცხადა აგენტებად, ცხადია, რომ იტყვის ამას, რომ ყველა ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, ეხმარება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, არის ქვეყნის მტერი," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები