15 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
პოლიტიკოსებმა პატივი უნდა ვცეთ საკუთარ ქვეყანასა და კანონმდებლობას, როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს რა უნდა მოვთხოვოთ - კახა კალაძე

პოლიტიკოსებმა, თანამდებობის პირებმა პატივი უნდა ვცეთ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, საკუთარ ქვეყანას, კონსტიტუციას და კანონმდებლობას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პრეზიდენტის  იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

"როდესაც პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, მან თავიდანვე აღნიშნა, რომ იმპიჩმენტი ვერ განხორციელდება გარკვეული მიზეზების გამო. ვიცით, რა არის ეს მიზეზები. პირველი, ჩვენ პოლიტიკოსებმა, თანამდებობის პირებმა პატივი უნდა ვცეთ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, საკუთარ ქვეყანას, კონსტიტუციას და კანონმდებლობას. თუ ჩვენ დავარღვევთ კანონსა და კონსტიტუციას, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს და თუნდაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რა უნდა მოვთხოვოთ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას," - განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები