პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი ზარქუას განცხადებით, კონსტიტუციის დარღვევა, არავის, მათ შორის არც პრეზიდენტს "შერჩება".
მისივე თქმით, კარგი ლუსტრაცია იქნება, თუ როგორ დაიწყებს "ნაცმოძრაობა" პრეზიდენტთან სააკაშვილის შესახებ ვაჭრობს:
"ეს არის მკაფიო გზავნილი მმართველი პარტიისგან, რომ არავის, მათ შორის პრეზიდენტს, კონსტიტუციის დარღვევა არ შერჩება. ამას საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს. იქნება კარგი ლუსტრაცია, თუ როგორ დაიწყება ხელმოცარულების ვაჭრობა: აბა, სააკაშვილი გამოუშვი და იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერ, არ გამოუშვებ და ჩამოგაგდებთ. ხომ შემჩნეულები არიან ეს ხელმოცარულები ამაში," - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.
დღეიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა იწყება. რამდენიმე საათში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რის შემდეგაც, კანონმდებლები საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენი ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ. ამ ეტაპზე საჭიროა 50 დეპუტატის თანხმობა. თუმცა შემდეგ, იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მისაყვანად, უკვე 100 კანონმდებლის ხმაა აუცილებელი.
ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მხარს უჭერს ამ ეტაპზე პრეზიდენტის იმპიჩმენტს არის ფრიდონ ინჯიას პოლიტიკური გუნდი.