15 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვან ფერდობზე, ქვათაცვენის საწინააღმდეგო სამუშაოები თბილისი მერმა დაათვალიერა

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვან ფერდობზე, ქვათაცვენის საწინააღმდეგო სამუშაოები თბილისი მერმა დაათვალიერა.

პირველადი გადაუდებელი საპრევენციო ღონისძიებები ჩატარებულია. დასრულებულია ფერდის ავარიული ფრაგმენტების ჩამოწმენდა და ფარდის პრინციპით მოწყობილი ძველი, ამორტიზებული ბადის დემონტაჟი.

ახალი ბადე დაშვებულია, რომლის დამაგრებაც, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ჩაანკერების პრინციპით განხორციელდება, რაც უსაფრთხოების უფრო მაღალ სტანდარტს განაპირობებს. საავტომობილო გზის გასწვრივ, უსაფრთხოების მიზნით, დამატებით მოწყობილია შემაფერხებელი ბარიერი. სამუშაოები ნოემბერში დასრულდება.

დღის ამბები