15 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
ქართული საზოგადოება ვემზადებით, 2024 წელს დემოკრატიული არჩევნებისთვის. "რადიკალური ოპოზიცია" და მათი პატრონები ემზადებიან რევოლუციისთვის, გაყალბებისთვის, რადიკალური პროცესებისთვის - გურამ მაჭარაშვილი

"რადიკალური ოპოზიცია“ და მათი პატრონები ე.წ. ინსტიტუტების და კონფერენციების სახით, პირდაპირ და აშკარა შეტევაზე გადადიან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ - საზოგადოება ამას ხედავს“, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი, თბილისში ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის მიმდინარეობას.

მაჭარაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას ე.წ. კონფერენციაზე, სადაც რადიკალურ პროცესებზე და რევოლუციურ სცენარებზეა საუბარი არაფერი ესაქმება. 

"ჩვენ და ქართული საზოგადოება ვემზადებით, 2024 წელს დემოკრატიული არჩევნებისთვის. "რადიკალური ოპოზიცია“ და მათი პატრონები ემზადებიან რევოლუციისთვის, გაყალბებისთვის, რადიკალური პროცესებისთვის. 

ბუნებრივია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას იმ ე.წ. კონფერენციაზე, სადაც ტყუილებზე აგებულ რადიკალურ პროცესებზე და რევოლუციურ სცენარებზე იქნება საუბარი, იქ არაფერი ესაქმება. მთავარია ის, რომ საქართველოსთვის  დღის წესრიგი არის დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რაც დარწმუნებული ვარ მოხდება. „კარგი“ ის არის, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ და მათი პატრონები ე.წ. ინსტიტუტების და კონფერენციების სახით, პირდაპირ და აშკარა შეტევაზე გადადიან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ - საზოგადოება ამას ხედავს," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

დღის ამბები