ეს არის რადიკალური პლატფორმა, რომელიც იმ საერთო ნარატივში ზის, რომელსაც მიზნად აქვს პიარული უმძიმესი ზიანის მოტანა ამ ქვეყნისა და მისი ხელისუფლებისათვის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საკუთარი ქვეყნის მიმართ არ შეიძლება იყოს იმაზე დიდი მავნებლობა, როცა ცდილობ, საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნო, რომ პრორუსია ის, ვისაც ირჩევს ქართული საზოგადოება.
„დღეს ვნახეთ სხვადასხვა წარმომადგენლის, როგორც ქართველების, ისე უცხოელების განცხადებები, რომლებიც ამ კონფერენციაში იღებდნენ მონაწილეობას. ეს არის რადიკალური პლატფორმა, რომელიც იმ საერთო ნარატივში ზის, რომელსაც მიზნად აქვს პიარული უმძიმესი ზიანის მოტანა ამ ქვეყნისა და მისი ხელისუფლებისათვის. არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ ქვეყნისთვის. როდესაც შენ ცდილობ, ქართველ ხალხს უთხრა და საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნო, რომ ის, ვისაც ირჩევს ქართული საზოგადოება, არის პრორუსი, საკუთარი ქვეყნის მიმართ ამაზე დიდი მავნებლობა არ შეიძლება იყოს. ოღონდ, ისინი კარგად ითავისებენ, რომ გამოსავალიც კი არ არსებობს, კულისებში ხომ ასე საუბრობენ, მათი ნარატივი ხომ ის არის, დღეს თუ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, მათი აზრით, ეს ნიშნავს, რომ მათ ჩამოეშლებათ ამდენი წლის განმავლობაში წარმოებული პიარი, თითქოს საქართველოს მართვას რუსული ხელისუფლება. ეს პიარი ჩამოეშლებათ კანდიდატის სტატუსის მონიჭების დღეს. მეორე – ისინი კარგავენ თეორიულ შანსსაც კი, რომ თავად მოვიდნენ ხელისუფლებაში, დაბრუნდნენ და ომში ჩართონ. ეს ორი მიმართულებაა და თავიანთ პატრონებს არწმუნებენ, რომ წყალში ჩაგვეყრება ყველაფერი, თუ კანდიდატის სტატუსი მიანიჭეთ ქვეყანას, რადგან ჰაერში გვრჩება მოქმედი ხელისუფლების გარუსების პოლიტიკა, ენჯეოსექტორიდან, ტელევიზიებიდან, პოლიტიკოსებიდან დადგმული ტყუილი, ყველაზე ამაზრზენი ნარატივი და მეორე, ხელისუფლებაში დაბრუნების და დავალებების შესრულების შანსი. მეორე ფრონტად ქცევა წყალში გვეყრება – მათი აზროვნება და მოტივაცია ეს არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.