გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადიმერ პუტინი "მარცვლეულის შეთანხმების" გაუქმებისა და სამხრეთ უკრაინის პორტის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გამო გააკრიტიკა.
ანალენა ბერბოკის თქმით, პუტინის თამაში "მარცვლეულის შეთანხმებასთან" არის ცინიკური.
მინისტრმა მნიშვნელოვანი უწოდა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ძალისხმევას, რომელიც ორიენტირებულია შეთანხმების აღდგენაზე.
"მხოლოდ პუტინის გამო სატვირთო გემებს კიდევ ერთხელ ეკრძალებათ თავისუფლად სვლა. რუსეთი აღვივებს გლობალურ შიმშილს,"-აღნიშნა ბერბოკმა.
როგორც გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ალტერნატიულ მარშრუტებზე მუშაობა გრძელდება "ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე".