15 ნოემბერი 2024,   17:56
ვრცლად
გუშინდელ კონფერენცის ჩვენ უნდა შევხედოთ როგორც ქარის წისქვილებთან ბრძოლას, იმიტომ, რომ თავის გამოგონილ პრობლემას ებრძვიან - მამუკა მდინარაძე

თბილისში მიმდინარე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია დღეს სრულდება - მას არ ესწრება "ქართული ოცნება". პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ღონისძიებას "ქარის წისქვილებთან" ბრძოლას უწოდებს და ამბობს, რომ ოპოზიცია თავის გამოგონილ პრობლემებს ებრძვის.

ასევე, მამუკა მდინარაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს და ხალხის არჩევანს ახსენებს. 

"გუშინდელი კონფერენცია და ის პლატფორმა, რაც არის, ჩვენ ამას უნდა შევხედოთ როგორც ქარის წისქვილებთან ბრძოლას, იმიტომ, რომ თავის გამოგონილ პრობლემას ებრძვიან. შუაგულ თბილისში ებრძვიან პუტინიზმს, იმიტომ, რომ "ქართული ოცნებაა" პუტინისტი მათი მოწოდებებით, პიარის, პროპაგანდის თანახმად. ფაშისტურ იდეოლოგიას თვითონ ასაზრდოებენ, მიშისტური იდეა, რაც პრობლემაა, თავად ასაზრდოებენ. ამ დროს საქართველოს მოქალაქე დგას და ფიქრობს, ეს პუტინიზმი ვერ ნახა ვერსად, მოგონილი პრობლემაა და ამას ებრძვიან ის ადამიანები, რომლებიც ფაშიზმს კვებავენ და ა.შ. 

და ვინც შემდეგ დემოკრატიაზე და ადამიანზე იფიქრა, ვინც დემოკრატიული რეფორმები გაატარა და რომ არ გვეშინია აღარავისი არც ერთ მოქალაქეს ამ ქვეყანაში, არაფრის შიში რომ არ გვაქვს - ეს ვინც უზრუნველყო, ცდილობენ რუსებად გამოიყვანონ და თვითონ ხალხს რომ აწამებდნენ და აუპატიურებდნენ... რამდენად დამაზიანებელი ტრენდია ამ ქვეყნის ევროპული მომავლის რეალური წარმოდგენებისთვის ეს, თავად განსაჯეთ.

გუშინ ამ კონფერენციაზე თავად საუბრობდნენ, რომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ევროპელ პარტნიორებს, რომ მოგვცენ სტატუსი, ოღონდ თქვან, რომ ხალხი იმსახურებს და არა ხელისუფლება. ამაზე დიდი მავნებლობა არ არსებობს. ამ ხელისუფლებასაც ხომ ხალხი ირჩევს. ოღონდ მოგვცენ და რაც უნდათ ის თქვან, ჩაწერონ, ილაპარაკონ, ოღონდ ამ ქვეყანას თავისი სიმართლე არ დაუკარგონ," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები