საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით უნგრეთში იმყოფება. ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა უნგრელ კოლეგასთან პიტერ სიიარტოსთან, ასევე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო უნგრეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში, რა დროსაც სიტყვით მიმართა უნგრელ დიპლომატებს.
კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მხრიდან, კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღინიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ქვეყნის შემდგომ პროგრესს ამ გზაზე. ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ როლს ევროკავშირისთვის, როგორც უსაფრთხოების, ასევე ენერგორესურსებისა და სატრანზიტო მარშრუტების დივერსიფიცირების თვალსაზრისით.