15 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
"თუ ევროპულ მომავალზე ვსაუბრობთ, კონსტიტუციით არის გარანტირებული ჩვენი ევროპული გზა და გამოუშვას მიხეილ სააკაშვილი, რადგან ეს შემაფერხებელია ჩვენთვის" - ლევან ხაბეიშვილი პრეზიდენტზე

"თუ ევროპულ მომავალზე ვსაუბრობთ, კონსტიტუციით არის გარანტირებული ჩვენი ევროპული გზა და გამოუშვას მიხეილ სააკაშვილი" - ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. 

ლევან ხაბეიშვილი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობაზე საუბრობს. 

"პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მინდა გითხრათ: საერთოდ არავის აინტერესებს ეს თემა თქვენ გარდა, მაგრამ კარგი იქნებოდა მისი კონსტიტუციური უფლება გამოეყენებინა. თუ ევროპულ მომავალზე ვსაუბრობთ, კონსტიტუციით არის გარანტირებული ჩვენი ევროპული გზა და გამოუშვას მიხეილ სააკაშვილი, რადგანაც ეს შემაფერხებელია ჩვენთვის, რაც თქვენც კარგად იცით,"- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი. 

დღის ამბები