მიხეილ სააკაშვილი პარტიისადმი მიმართვაში ნიკა მელიასაც და სხვებსაც გულისხმობდა - განცხადება გიული ალასანიამ "ვივამედის" კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. "ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს, როგორც ბოკერია" - სააკაშვილის განცხადება ოპოზიციაში განხილვისა და ახალი დაპირისპირების მიზეზია.
"დაზუსტებული არ არის პოსტში, მეტს სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით. დღეს შეიძლება ნიკა მელია, ხვალ შეიძლება სხვა გაჩნდეს. მთლიანად, ყველას ეხება, რადგან ადამიანი მერამდენე თვეა და საერთოდაც, ყოველთვის იყო ხოლმე მომხრე ძალების გაერთიანების, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში, სათითაოდ თუ დავიწყებთ ჩვენ მოძრაობას, ვერასოდეს მიზანს ვერ მივაღწევთ,"- განაცხადა გიული ალასანიამ.