15 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
ვფიქრობ, ამ წერილს უნდა სიღრმისეულად გაანალიზება, გამგები გაიგებს ვინ რაში იგულისხმა მიხეილ სააკაშვილმა - გიორგი ვაშაძე

"ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს, როგორც ბოკერია" - სააკაშვილის ეს განცხადება ოპოზიციაში განხილვისა და ახალი დაპირისპირების მიზეზია. რას და ვის გულისხმობს ყოფილი პრეზიდენტი - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის განცხადება ეკუთვნის მათ, ვინც "ნაციონალური მოძრაობას" ლანძღავს.

"კონკრეტული ადამიანები, ვინც ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის ნაცვლად "ნაციონალურ მოძრაობას" ესვრიან ტალახს, ისინი კონკრეტულ შედეგზე ვერ გავლენ, ესეც პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებაში თქვენც კარგად ამოიკითხეთ და აბსოლუტურად ასე ვფიქრობ მეც. კონკრეტულ ადამიანებს აქვთ უფლება, აირჩიონ პოლიტიკური პარტიაც და საკუთარი მომავალიც. რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ანალიზს თავად გააკეთებს და, შესაბამისად, ამ განცხადებიდანაც თავადვე ჩემზე უკეთ გამოიტანენ დასკვნებს,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ წერილს სიღრმისეულად გაანალიზება და ჩადებული სათქმელის სწორად დანახვა სჭირდება.

"მე ვფიქრობ, რომ ამ წერილს უნდა აზრიანად, სიღრმისეულად გაანალიზება, გამგები კარგად გაიგებს ვინ რაში იგულისხმა მიხეილ სააკაშვილმა. მე ერთ რამეს გეტყვით: ამ წერილში ამოვიკითხავდი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანს, ეს არის მოწოდება იმისკენ, რომ მაქსიმალურად ყველამ მოვახდინოთ ჩვენი ძალების კონსოლიდაცია,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები