15 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
"ქართული ოცნება" ახალ საკანონმდებლო პაკეტს არეგისტრირებს - ცესკოს დაკომპლექტების ნაწილში ცვლილებებია

"ქართული ოცნება" ახალ საკანონმდებლო პაკეტს არეგისტრირებს. ცესკოს დაკომპლექტების ნაწილში  ცვლილებებია. ცესკოს თავმჯდომარის და ორი წევრის შესარჩევად, საჭიროა 90 ხმა. იმ შემთხვევაში თუ კვორუმი ვერ შედგება, შესარჩევად საჭირო ხმათა რაოდენობა 76 გახდება.

თუ ვერც 76 ხმა მოგროვდება, ამ შემთხვევაში საკითხი პრეზიდენტს გადაეცემა. გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ცვლილებების საჭიროებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ მთავარი მიზეზი ცესკოს დროული დაკომპლექტებაა. ამასთან ერთად, ეუთო/ოდირის რეკომენდაციაა საარჩევნო ცვლილებებზე მსჯელობა არა საარჩევნო წელს, არამედ ერთი წლით ადრე დაიწყოს.

დღის ამბები