15 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
ეს არის პოლიტიკური პარტიის დაშლის ბოლო ფაზა, როდესაც მას არ ჰყავს ლიდერები მომავლისთვის და არ აქვს საქმიანი დღის წესრიგი - არჩილ თალაკვაძე ენმ-ის შესახებ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ღრმა კრიზისშია. მისივე თქმით, პარტიამ საბოლოოდ დაკარგა სახე, რადგან "პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთის დანიშნული წარმომადგენლები ხდებიან და ეს უხარიათ."

"ნაციონალური მოძრაობა" უკვე არის ღრმა კრიზისში. შეიძლება ითქვას, ეს არის პოლიტიკური პარტიის დაშლის ბოლო ფაზა, როდესაც მას არ ჰყავს ლიდერები მომავლისთვის, როდესაც მას არ აქვს საქმიანი დღის წესრიგი, როდესაც ორი თავმჯდომარე ერთსა და იმავე საკითხზე აკეთებს რეაგირება და კიდევ ორი არის მსურველი თავმჯდომარეობის და როდესაც პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთის დანიშნული წარმომადგენლები ხდებიან და ეს უხარიათ. ეს უკვე მიანიშნებს, რომ პარტიამ საბოლოოდ დაკარგა სახე,"- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს, როგორც ბოკერია."

დღის ამბები