15 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
როგორ აფასებენ ყოფილი ომბუდსმენის სამოქალაქო პლატფორმას​ ოპოზიციაში

ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ ახალი მოძრაობის შექმნასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც ყველა საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი ცდილობს თავისი წვლილის შეტანას ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე. თინა ბოკუჩავა არც თანამშრომლობას გამორიცხავს. 

"ის ძალიან აქტიური იყო როგორც სახალხო დამცველი, მან ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინა როგორც სახალხო დამცველმა. ის, რომ ყველა საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი დღეს ხედავს რომ მნიშვნელოვანია თავის წვლილის შეტანა ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამას მივესალმებით. ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან,“ - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი, ანა ნაცვლიშვილი ნინო ლომჯარიას მიერ ახალი მოძრაობის შექმნას და მასში ადამიანების გაერთიანებას მიესალმება. 

"მე მივესალმები ყველა იმ ადამიანს, ვინც გადაწყვეტს, რომ ჩაებას ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში. ნებისმიერ პლატფორმიდან, ნებისმიერი ფორმით, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტი და ყველა ადამიანის, ყველა მოქალაქის, მით უმეტეს ჯგუფების და აქტიური ადამიანების გაერთიანებების ჩაბმა ამ პროცესში არის ძალიან კარგი,“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

დღის ამბები