15 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
იუსტიციის სახლში, კომუნალურ სერვისებზე, მიმდინარე წელს, მოქალაქეთა მიმართვიანობა თითქმის ორჯერ გაიზარდა

იუსტიციის სახლში, კომუნალურ სერვისებზე, მიმდინარე წელს, მოქალაქეთა მიმართვიანობა თითქმის ორჯერ არის გაზრდილი, განცხადებას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე აკეთებს.

იუსტიციის სახლში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების სერვისებით, 2022 წელს, 74 ათას 418-მა მოქალაქემ ისარგებლა.

დღეს დავით ნარმანია იუსტიციის სახლის თავმჯდომარეს, ლაშა ლობჟანიძეს შეხვდა, ლობჟანიძემ განაცხადა, რომ იუსტიციის სახლს კიდევ უფრო მეტი სერვისი დაემატება.

დღის ამბები