საუკუნის წინ გადაღებულ დოკუმენტურ და მხატვრულ მასალას, მსოფლიოს 15 ქვეყნიდან თბილისში აჩვენებენ. ., სადაც სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნების კინოსაცავებში დაცულ ფილმებს აჩვენებენ. უცხოურ კინოსურათებთან ერთად, ფესტივალზე მოსულ მაყურებელს საშუალება ექნება სუხიშვილების გასტროლებზე 1960 წელს გადაღებული დოკუმენტური ნამუშევარი იხილოს.
დოკუმენტურ და მხატვრულ ნამუშევრებთან ერთად, ეროვნული არქივის კინოდარბაზში ნაჩვენები იქნება ანიმაციური ფილმებიც, სულ 38 ნამუშევარი. საარქივო ფილმების ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები ფილმები რომელთა შორის იტალიისა და შეერთებული შტატების საცავებში დაცული ნამუშევრებიცაა. მაყურებელი ეროვნული არქივის კინოდარბაზში 1905 წლიდან 1975 წლამდე გადაღებულ ფილმებს იხილავს. გერმანია, ბელგია, იტალია, ამერიკის შეერთებული შტატები - ეს ფესტივალში მონაწილე ქვეყნების არასრული ჩამონათვალია.
იშვიათი კადრების დამუშავების პროცესი რესტავრატორებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. ვიდრე ფირზე გადაღებული ფილმები საბოლოო სახეს მიიღებს, ის რამდენიმე ეტაპს გადის. ეროვნული კინოარქივის სპეციალურ ოთახში ახლა დატვრთული სამუშაო გარემოა. კადრები დამუშავების პროცესშია, რათა მაყურებლამდე ამ სახით მივიდეს.