15 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
აკაკი ბობოხიძე სააკაშვილის წერილზე - ეს წერილი ჩემთვის არის მორალური დეგრადაციის ნიმუში

ეს წერილი ჩემთვის არის მორალური დეგრადაციის ნიმუში. იმიტომ კი არა, რომ ბოკერიას ახსენებს, ის ისევ აგრძელებს იმ მიდგომას, რომ მის პარტიაში მთავარი არის ბელადის წინააღმდეგ არავინ წავიდეს - ასე უპასუხა "ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ "ტვ პირველის" ეთერში მიხეილ სააკაშვილის წერილზე დასმულ კითხვას.

მისი თქმით, კარგია, რომ სააკაშვილი ბოლომდე ემიჯნება ბოკერიას, იმიტომ, რომ ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები არიან.

"მის [სააკაშვილის] პარტიაში თუ ვინმეს უნდა პოლიტიკური მომავალი გადაირჩინოს, ბელადთან კარგი ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს. ამისთვის სჭირდება მას "ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. ერთობა. დღეს დავა რაზე მიდის, არ ამბობს რომელი ჯგუფია მართალი, რომელი ჯგუფის მხარეზეა სიმართლე. მისთვის მთავარია, ნებისმიერმა ჯგუფმა აღიაროს, რომ ის არის უპირობო ლიდერი. ამას ამბობენ კიდეც „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები. აგერ გიგი უგულავამ, აწ უკვე ნაცმოძრაობის წევრმა, ამასწინათ თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური თავმჯდომარე არის მიხეილ სააკაშვილი და არავითარი ხაბეიშვილი. იმიტომ, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილმაც, რომ ხაბეიშვილი არ არის ის ფიგურა, რომელიც რამე პლიუსის მომტანი იქნება. ამიტომ, მისი ეს დამოკიდებულება, ბელადომანიის ხელშეწყობა კვლავ, ისევ იგივეს გაგრძელებაა“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

დღის ამბები