ევროკავშირი რუსული მხარის მიერ დონეცკის რეგიონში, კონსტანტინოვკას დაბომბვას გმობს - ამის შესახებ აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც პიტერ სტანო აღნიშნავს, მოსახლეობაზე განზრახ თავდასხმები ომის დანაშაულია და ყველა დამნაშავე ან დანაშაულის თანამზრახველი ქმედებებზე პასუხს აგებს.
"რუსეთი განაგრძობს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს. დონეცკის ოლქის კოსტიანტინივკას ბაზარის ტერიტორიაზე დღევანდელი საზარელი და ბარბაროსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 16 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი და დაშავდა ათობით სხვა ადამიანი. ევროკავშირი მკაცრად გმობს ამ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს არაადამიანური და უკანონო აგრესია“, – აღნიშნავს სტანო.
სტანომ ასევე გაიხსენა რუსეთის დარტყმები სამხრეთ უკრაინაში, რაც მისი თქმით, ცხადყოფს, როგორ "აღრმავებს რუსეთი სასურსათო უსაფრთხოების გლობალურ კრიზისს უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიული ომით."
ცნობისთვის, რუსეთმა კონსტანტინოვკას ცენტრალურ ბაზარზე 6 სექტემბერს მიიტანა.