15 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
კოლექტიური "ნაცმოძრაობა" არის კონსტიტუციაზე მოძალადე პარტია, ამას აკეთებდნენ როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და დღემდე ამ თვისებით გამოირჩევიან - ირაკლი კობახიძე

კოლექტიური "ნაცმოძრაობა" არის კონსტიტუციაზე მოძალადე პარტია. ამას აკეთებდნენ როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და დღემდე ისინი ამ თვისებით გამოირჩევიან, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ შარშან კანდიდატის სტატუსს არ ვიმსახურებდით და დღესაც არ ვიმსახურებთ.

"ჩვენთვის შინაარსობრივად მნიშვნელოვანია, რომ აქ არ არის საუბარი მხოლოდ კონსტიტუციის ფორმალურ დარღვევაზე, ანუ, უხეშ მაგრამ ფორმალურ დარღვევაზე, აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მთავრობას ექმნება დაბრკოლება საკუთარი საგარეო პოლიტიკის განხორციელების დროს. არსებობს ფუნდამენტური განსხვავებები საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის შეხედულებებს შორის, რაც მათ შორის ევროინტეგრაციის თემას უკავშირდება. მაგალითად, ის აცხადებს, რომ შარშან კანდიდატის სტატუსს არ ვიმსახურებდით და დღესაც არ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. როდესაც ასეთი განწყობითა და დამოკიდებულებით ჩადიხარ ევროპაში, რა თქმა უნდა, შენი ვიზიტი იქნება კონტრპროდუქტიული კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით. ამიტომ ეს არ არის მხოლოდ ფორმალური, წმინდა სამართლებრივი საკითხი, შინაარსობრივადაც საქართველოს მთავრობას ექმნება დაბრკოლება იმ უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, რომელსაც მას ანიჭებს კონსტიტუცია," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები