15 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
ჩვენ გვახსოვს საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს, შემდეგ კი უკრაინაში უკვე ფართომასშტაბიანი შეჭრა - იენს სტოლტენბერგი

ჩვენ გვახსოვს საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს, შემდეგ კი უკრაინაში უკვე ფართომასშტაბიანი შეჭრა - ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ნატოს გენერალური მდივანი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ესაუბრა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ეს იქნება გზავნილი რომ ავტორიტარი ლიდერები იყენებენ სამხედრო ძალას და იღებენ იმას რაც სურთ.

"ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. ყველას გვსურს ინვესტიცია იარაღის გარდა სხვა რამეში ჩავდოთ. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ხანდახან იარაღში ინვესტიცია მშვიდობის უზრუნველსაყოფად არის საჭირო. ჩვენ გვჯეროდა ახალი პარტნიორობის და გვჯეროდა რუსეთთან მუშაობის შესაძლებლობის, რადგან ისტორიაში ვნახეთ, რომ ძველი მტრები შეიძლება გახდნენ მეგობრები. მე მჯერა, რომ ეს ასევე შესაძლებელი იყო რუსეთთან. რუსეთმა ეს გზა არ აირჩია. მოსკოვმა გადაწყვიტა მეზობლების გაკონტროლება, ცდილობდა ზედმიწევნითი გავლენის აღდგენას. მოსკოვი აცხადებდა, რომ პროვოკაცია იქნებოდა, თუ ქვეყანა გადაწყვეტდა ნატოში გაწევრიანებას. ეს არ არის პროვოკაცია. ყველა ერის დემოკრატიული, სუვერენული უფლებაა აირჩიოს გზა. ჩვენ გვახსოვს საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს, შემდეგ კი უკრაინაში უკვე ფართომასშტაბიანი შეჭრა. თუ პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ეს იქნება გზავნილი რომ ავტორიტარი ლიდერები იყენებ სამხედრო ძალას და იღებენ იმას რაც სურთ," - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

 

 

 

 

დღის ამბები