შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა გახსნა.
თეა ახვლედიანმა ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მიმოიხილა სტრატეგიის განხორციელება და შეაჯამა "სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის" 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შედეგები.