იმედია დადგება დრო, როდესაც ნიკა მელია თავის სიმართლეს, პირველ რიგში, საქართველოს სასამართლოში იპოვის - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, დავით ხაჯიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა მელიასთან დაკავშირებით.
როგორც ხაჯიშვილი ამბობს, სტასბურგში ნიკა მელიას დაცვა ადვოკატებმა ვერ უზრუნველყვეს.
"სამწუხაროა, რომ ადვოკატებმა ვერ უზრუნველყვეს საკადრისი დაცვა ამ საკითხში ნიკა მელიასი, რადგან ყველამ ვიცით, ნიკა მელიას დაკავება იყო არაკანონიერი, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. როდესაც ჩვენმა პარტნიორებმა ევროკავშირში მოითხოვეს ნიკა მელიას გათავისუფლება და რის შედეგადაც ის იქნა გათავისუფლებული, ის აღიარეს პოლიტპატიმრად ევროკავშირში, რა თქმა უნდა, ეს მაძლევს საფუძველს, რაც არის სიმართლე. იმედია დადგება დრო, როდესაც ნიკა მელია თავის სიმართლეს, პირველ რიგში, საქართველოს სასამართლოში იპოვის," - აღნიშნა დავით ხაჯიშვილმა.
ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განხილვა საქმეზე "ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ" საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. სასამართლომ საქმეზე არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.