ჟოზეფ ბორელი საქართველოშია - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თვითმფრინავი სულ რამდენიმე წუთია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
ის ქვეყანაში 2 დღით დარჩება და შეხვედრებს გამართავს. რა გზავნილებით ჩამოვიდა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი - პირველ განცხადებას ჟოზეფ ბორელი რამდენიმე საათში ევროკავშირის ოფისში გააკეთებს. მოლაპარაკებები კი ხვალ დაიწყება.
პირველ რიგში მას პრეზიდენტი მიიღებს, რის შემდეგაც უმაღლესი წარმომადგენელი აუდიენციას პრემიერ-მინისტრთან გამართავს, დაგეგმილია სხვა შეხვედრებიც.