15 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
მე აქ ვარ, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ევროკავშირის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს პროგრესს - ჟოზეფ ბორელი

ისტორიული შესაძლებლობა არ უნდა გაუშვა ხელიდან- ამის შესახებ ჟოზეფ ბორელმა civil.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ამ ისტორიულ მომენტში ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა, განვიხილოთ პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და მოვახდინოთ აზრების გაცვლა უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.

საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მე აქ ვარ, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ევროკავშირის ვალდებულება მხარი დაუჭიროს საქართველოს პროგრესს, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩემი მთავარი გზავნილია: ჩვენ ვზრუნავთ საქართველოზე, ვდგავართ საქართველოს გვერდით და ქვეყანა დგას ისტორიული შესაძლებლობის წინაშე განსაკუთრებით ამ დროს. ყველა აქტორის, განსაკუთრებით კი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ეს შესაძლებლობა იყოს გამოყენებული და ხელიდან არ გაუშვას"- განაცხადა ჟოზეფ ბორელმა თბილისში ჩამოსვლამდე.

დღის ამბები