ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ საქართველოს შესახებ ევროკავშირის ანგარიშში საიმედო პროგრესია და ორგანიზაცია მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის გზაზე
"მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვარ. თქვენს ლამაზ ქვეყანაში ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი ევროკავშირის წარმომადგენლის რანგში. პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი ნაწილია. ახლა გადამწყვეტი დროა თქვენი მომავლისთვის, რადგან რამდენიმე კვირაში ევროკავშირი განიხილავს მომდევნო ნაბიჯებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. პირველად საქართველოს შესახებ ანგარიშში საიმედო პროგრესია. მინდა ძალიან მკაფიო ვიყო ამ მნიშვნელოვან მომენტში. ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ჩვენ გვინდა, თქვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ ამ მიმართულებით. მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირში განაცხადი სერიოზული ვალდებულებაა. ამას მოსმენა და დამსახურება სჭირდება. ეს უნდა იყოს შესრულებული სერიოზული რეფორმებით და ევროკავშირის ბალანსის დაცვით. გულწრფელად რომ გითხრათ, ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი.
საქართველოს შემთხვევაში, არის 12 პრიორიტეტი, რომელიც უნდა შესრულდეს, რომელიც ჩამოყალიბებულია ევროკომისიის მიერ. 12 პრიორიტეტზე საჭიროა ბეჯითი მუშაობა არა იმისთვის რომ ბრიუსელი ვასიამოვნოთ, ეს არ არის იმისთვის, რომ ბრიუსელში ხალხი ბედნიერი იყოს, ან ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. საბოლოო ჯამში, ეს არის იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება. ამ ქალაქის ქუჩებში ბევრ ევროპულ დროშას ვხედავ. ვიცი, რომ ქართველების 80% მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას. ნება მომეცით აგიხსნათ ყველას, ვინც მხარს უჭერს ევროპულ მომავალს, საქართველოს ევროპული მომავლისთვის გაწევრიანება ეროვნული ამოცანაა. ყველა აქტორმა უნდა იმუშაოს ერთად, კონსტრუქციულად. ახლა ერთიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. შევხვდები პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ განვიხილავთ აქამდე მიღწეულ პროგრესს და სამუშაოს, რომელიც ჯერ კიდევ გასაკეთებელია , როგორც დასაწყისში ვთქვი. საქართველომ უნდა გამოიყენოს დარჩენილი მცირე დრო საჭირო ძირითადი რეფორმების განსახორციელებლად. დარჩენილი მოკლე დრო ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
ჩვენი ერთგულება საქართველოსადმი, ძალისხმევა საქართველოს მიმართ, ასევე, გამოიხატება ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით. ჩვენ ვართ ორმხრივი დახმარების უმსხვილესი მიმწოდებელი თითქმის 340,000,000 ევროსი 2021, 2024 წლებში. ჩვენი საინვესტიციო გეგმის, დაახლოებით, 1.3 მილიარდი ევროს ინვესტიციას ითვალისწინებს.
ასევე, ჩემს თანამოსაუბრეებთან განვიხილავ პუტინის ომის და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის უარყოფითი შედეგებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აშკარა ევროპული მხარდაჭერას.
მე ასევე ვარ აქ, რათა აღვნიშნო ჩვენი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე მუდმივი მხარდაჭერისა და მუდმივი ყოფნის 15 წელი. მე მიყვარს ეს მისია დღედაღამ მუშაობდა უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების უზრუნველსაყოფად. მათ მუშაობა 2008 წელს დაიწყეს. მას შემდეგ, მისია ყოველდღიურად ახორციელებს პატრულირებას და მონიტორინგს მიმდებარე ტერიტორიებზე და მოსახლეობის პრობლემების შესამსუბუქებლად. ჩვენ სიამოვნებით მოვინახულებთ მათ ადგილზე ხვალ. ჩვენი ინვესტიცია საქართველოში ზრდის მდგრადობას.
ჩვენ, ასევე, გვაქვს ძლიერი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში, ვფიქრობ, ეს არის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ამ რთულ დროს.
მსურს, ვაღიარო ის მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც საქართველომ შეიტანა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში და ძალისხმევა, რომ ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს თავდაცვის ძალებს, ევროპულ სამშვიდობო ობიექტს, რომელიც გამოყოფს დაახლოებით 60 მილიონ ევროს გადაწყვეტილებებისა და შესაძლებლობების გაზრდისთვის,"- აცხადებს ბორელი.