ნინო ლომჯარიამ დღეს ახალი პლატფორმის - "საქართველოს ევროპული ორბიტის" პრეზენტაცია გამართა, სადაც ცნობილი მწერლები, მუსიკოსები, მეცნიერები და ექსპერტები იმყოფებოდნენ.
ყოფილი სახალხო დამცველის ახალი პლატფორმის პრეზენტაციაზე გამოჩნდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, აბსოლუტურად ყველა, გარდა მოქმედი პოლიტიკოსებისა. ნინო ლომჯარია მეორე დღეა ამტკიცებს, რომ ის მზადაა პარტიებთან ითანამშრომლოს, თუმცა არ სურს რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან იყოს აფილირებული.
"გვინდა, საზოგადოების ინიციატივებმა მოახდინოს გავლენა პოლიტიკურ დისკურსზე და პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგზე. იქნება საჯარო შეხვედრები საქართველო სხვადასხვა ქალაქში, ვიმუშავებთ ექსპერტულ ჯგუფებთან. ხაზი არაერთხელ გავუსვი, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ისეთი სივრცის შექმნას, რომელიც არ იქნება ასოცირებული კონკრეტული პარტიის დღის წესრიგთან. რაც შეეხება დაფინანსებას, ჩვენ დღევანდელ დღემდე ვმუშაობდით ჩვენი დამფუძნებლების ენთუზიაზმითა და რესურსებით, საბედნიეროდ, ამ აქტივობის განსახორციელებლად მივიღეთ ღია მხარდაჭერა ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოსგან"- აცხადებს ნინო ლომჯარია.