პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნინო ლომჯარიამ, პოლიტიკოსობა მაშინ დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ სახალხო დამცველი იყო.
ნინო ლომჯარია, რომელმაც დღეს ახალი პლატფორმის პრეზენტაცია გამართა ამტკიცებს, რომ "საქართველოს ევროპული ორბიტის" მთავარი მიზანი, კანდიდატის სტატუსის მიღებაა. თუმცა ლომჯარიას გაცხადებული მიზნის არ სჯერათ მმართველ გუნდში, სადაც თვლიან, რომ ყოფილი სახალხო დამცველის ორგანიზაცია უფრო პოლიტიკური იქნება, ვიდრე სამოქალაქო.
"ლომჯარიამ პოლიტიკოსობა დაიწყო სახალხო დამცველი რომ იყო. წარმოუდგენელია, რომ სხვაგვარი ზრახვა ჰქონდეს - საზოგადოებრივ მოძრაობად დარჩეს, წარმოუდგენელია, თუ ერთადერთი რამე არ მოხდა - არ გაზომეს და 0 მთელი რაღაც არ იყოს მისი რეიტინგი...
გულწრფელ პატივს ვცემ, არიან ასეთ ადამიანები - ეს მწერალი იქნება თუ მუსიკოსი, პირდაპირ ვამბობ - არ შეიძლება, ნიკა რაჭველის პროფესიონალიზმი არ დააფასო, ან ხარატიშვილის მწერლობა არ დაფასო, შეუძლებელია, მაგრამ ამის ფონზე, პოლიტიკაში ისეთი ხალხის გვერდით დგომა რომელიც ბომბების წვიმას ირჩევდა ყველაზე პასუხისმგებლობიანი განცხადების ნაცვლად, დააზიანებს მათ, და არა მხოლოდ მათ. ვინც ჭეშმარიტად ეროვნულ ღირებულებებს იცავს და ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს რეალურად იცავს, ამ ხალხს არქმევენ რუსულს და ტყუილის გამხმოვანებლების გვერდით დგომა არ მოუტანთ სიკეთეს არც მათ პირადად, არც როგორც პოლიტიკოსებს და ვურჩევდი, ამ საკითხებზე დაფიქრდნენ,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.