15 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
ვინ ეკითხება ლომჯარიას, პოლიტიკაში მოვა თუ არ მოვა, ეს ყველაფერი რაც ხდება, შეიძლება დავახასიათოთ, როგორც საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა რაზმებად დივერსიფიკაციის პროცესი - გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, ნინო ლომჯარიას მიერ ახალი პლატფორმის შექმნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას ახლა დავალება აქვს, "შეკრიბოს ინტელექტუალური საზოგადოება". 

მისივე თქმით, ის, იმას, რაც ხდება, შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა რაზმებად დივერსიფიკაციის პროცესი ეწოდოს:

"ვინ ეკითხება ლომჯარიას, პოლიტიკაში მოვა თუ არ მოვა. ასეთი როლი აქვს მიცემული, რომ მან უნდა შეკრიბოს ახლა ინტელექტუალური საზოგადოება, რომელიც დაუპირისპირდება საზოგადოებას. გამოდის მიტინგზე და რას მოუწოდებს - ხელისუფლების გადაყენება, ტექნიკური მთავრობის შექმნა, ბომბების ჩამოვარდნის პრიორიტეტულობა და ა.შ. მაშინ ეს როლი ჰქონდა, ახლა საზოგადოებრივი პლატფორმის შექმნის ამოცანაა მის წინაშე. 

სოროსის ფონდი რასაკვირველია, დააფინანსებს, ეს ყველაფერი რაც ხდება, შეიძლება დავახასიათოთ, როგორც საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა რაზმებად დივერსიფიკაციის პროცესი,"- აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

ნინო ლომჯარიამ, დღეს  ახალი პლატფორმის - "საქართველოს ევროპული ორბიტა" პრეზენტაცია გამართა.

დღის ამბები