03 ოქტომბერი 2024,   19:26
ვრცლად
მენინგიტის შემთხვევები სოფელ საზანოს სკოლაში

სოფელ საზანოში მენინგიტით დაავადებული ორი ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ისინი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. სპეციალისტების თქმით ბოლო ათი დღის განამვლობაში , სოფელ საზანოში დაფიქსირებული მენინგიტის შემთხვევა მეათეა. ბოლო პერიოდში გახშირდა ვირუსული ინფექციებიც და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს დღეში 50-60 ბავშვი აკითხავს.

მენინგიტისა და სხვა ვირუსული ინფექციების გავრცელების მატებას სეზონურად არ გამორიცხავენ დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტში. ისინი ვირუსების თავიდან ასაცილებლად, მშობლებს ბავშვების ჰიგიენის დაცვას ურჩევენ. 

დღის ამბები