ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის შემდეგ, სენატორების ჯერიც დადგა. ფულტონის საგრაფოს ნაფიცმსაჯულთა სპეციალურმა კოლეგიამ, რომელიც ჯორჯიის შტატში 2020 წლის არჩევნების შედეგების შესაძლო შეცვლისა და დონალდ ტრამპის საქმეს იძიებს, სამი რესპუბლიკელი სენატორისთვის ბრალის წარდგენის რეკომენდაცია გასცა. მათგან ორი - დევიდ პერდიუ და კელი ლოეფრელი ჯორჯიის შტატიდან ყოფილი სენატორები არიან, მესამე კი, მოქმედი კანონმდებელი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი ამერიკის კონგრესში - ლინდსი გრემი.
26 -გვერდიანი ანგარიში, რომელშიც ამ გადაწყვეტილების შესახებ არის საუბარი, კოლეგიამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. ლინდსი გრემი არჩევნების საქმესთან დაკავშირებით კანონდარღვევას კატეგორიულად უარყოფს.