საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის საელჩოში,
ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების დეპარტამენტის დირექტორს და დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრეს. ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ევროკავშირი საქართველოს არ მიატოვებს. ოპოზიცია შეხვედრას ნაყოფიერად აფასებს და აცხადებენ, რომ მათ მკაცრი გზავნილი მიიღეს, რომ რეკომენდაციებზე ერთად უნდა იმუშაონ.