უტიფრობა და ნაძირლობაა, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ კადრულობს, როდესაც არ იმჩნევენ მათი ბელადის მიერ, საქართველოს ბიუჯეტის ჯიბეში ჩადებას - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და მიხეილ სააკაშვილისთვის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების სიას აქვეყნებს.
მისი თქმით, “პიჯაკების” საქმედ გვასაღებენ სააკაშვილის უცხოურ ვოიაჟებსა და ბიუჯეტის ხარჯზე დროსტარებას, სხვის პირად ხარჯებს ითვლიან და ისრები უნდათ სხვისკენ გადაიტანონ.
"უტიფრობა და ნაძირლობაა, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ კადრულობს, როდესაც არ იმჩნევენ მათი ბელადის მიერ, საქართველოს ბიუჯეტის ჯიბეში ჩადებას.
“პიჯაკების” საქმედ,რომ გვასაღებენ სააკაშვილის უცხოურ ვოიაჟებსა და ბიუჯეტის ხარჯზე დროსტარებას, სხვის პირად ხარჯებს ითვლიან და ისრები უნდათ სხვისკენ გადაიტანონ.
გაინტერესებთ, მხოლოდ ვოიაჟებში, საჩუქრებსა და ველოსიპედით სეირნობაში, რამდენი დახარჯა სააკაშვილმა?
• 2010 წელი. ოქტომბერი-მაროკო. ვიზიტორი-სააკაშვილი - 38,038 ლარი; (ველოსიპედისა და ცხენების ქირაობის, სასტუმრო, კვებისა და სხვა ხარჯები)
• 2010 წელი. ოქტომბერი-გერმანია. ვიზიტორები-სააკაშვილი, უგულავა - 114,682 ლარი. (გასახდომ-გამაჯანსაღებელი პროცედურები,თეატრის ბილეთები,სასტუმრო,კვება,ტრანსპორტი და სხვა.)
• 2010 წელი. ნოემბერი-პორტუგალია. ვიზიტორი-სააკაშვილი - 39,754 ლარი. (ველოსიპედის შეძენა, ტრენაჟორების ქირაობა,სასტუმრო,კვება და სხვა.)
• 2010 წელი. დეკემბერი-მექსიკა. ვიზიტორი-სააკაშვილი - 39,638 ლარი. (ცხენების,ველოსიპედის,ტრენაჟორების დაქირავება,სასტუმრო,კვება და სხვა.)
• 2011 წელი. თებერვალი-გერმანია. ვიზიტორი-სააკაშვილი - 8,598 ლარი. (მასაჟი,გამაჯანსაღებელი ვარჯიშები,ველოსიპედის ქირაობა.)
• 2011 წელი. თებერვალი-დუბაი. ვიზიტორი-სააკაშვილი - 12,635 ლარი. (ავტომობილის მომსახურება)
•2011 წელი. თებერვალი-ნიდერლანდები. ვიზიტორი-სააკაშვილი - 17,553 ლარი. (ავტომობილის მომსახურეობა)
•2011 წელი. თებერვალი-იტალია. ვიზიტორი-სააკაშვილი - 88,259 ლარი. (ველოსიპედის ჩაფხუტები,თხილამურის ფეხსაცმელი,ხელთათმანები,სათვალეები, სასტუმრო, კვება და სხვა.)
• 2011 წელი. აპრილი-ბელგია. ვიზიტორი-სააკაშვილი - 37,610 ლარი. (სასტუმრო, კვება, ავტომობილების მომსახურება და სხვა.)
• 2011 წელი. აპრილი-დუბაი. ვიზიტორი-სააკაშვილი - 11,143 ლარი. (ავტომობილის მომსახურეობა.)
• 2011 წელი. მაისი-იტალია. ვიზიტორი-სააკაშვილი - 4,715 ლარი. (ავტომობილის მომსახურეობა)
• 2011 წელი. მაისი-პარიზი, ბრიუსელი. ვიზიტორი-სააკაშვილი - 20,247 ლარი. (ავტომობილის მომსახურეობა)
•2011 წელი. აგვისტო-კორსიკა. ვიზიტორი-სააკაშვილი - 32,966 ლარი. (ავტომობილის მომსახურეობა.)
• 2011 წელი. სექტემბერი-იტალია,პოლონეთი. ვიზიტორი-სააკაშვილი - 172,578 ლარი. (იახტის ქირაობა,სასტუმრო,კვება და სხვა)
• 2012 წელი. თებერვალი-აშშ. ვიზიტორი-სააკაშვილი - 34,206 ლარი. (ავტომობილების მომსახურეობა)
• 2012 წელი. მარტი-ტაილანდი,სინგაპური. ვიზიტორები- სააკაშვილი,რაფაელ გლუქსმანი,დავით ბაქრაძე, ლევან ვარშალომიძე - 213,385 ლარი. (ავიაბილეთები, სასტუმრო, კვება და სხვა.)
• 2012 წელი. მარტი-ემირატები. ვიზიტორები-სააკაშვილი, გლუქსმანი - 47,845 ლარი. ( სასტუმრო, კვება, გლუქსმანის საჩუქრები და სხვა.)
აი, ეს არის “ზღვაში წვეთი” იმ საქმიდან, რომელსაც “პიჯაკების” საქმედ გვასაღებენ და ის ადამიანები ვინც სააკაშვილთან ერთად ბიუჯეტით სარგებლობდა პირიქით, უტიფრად ამტკიცებენ საკუთარ პატიოსნებას“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.