15 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
პარტიულ მენეჯმენტს არ მიუღია არცერთი რეპრესიული გადაწყვეტილება - ენმ-ის გენერალური მდივნის მოადგილე

პარტიულ მენეჯმენტს არ მიუღია არცერთი რეპრესიული გადაწყვეტილება - ასე უპასუხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ პარტიის ყოფილ წევრებს, რომელთაც ახალციხის საკრებულოს ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, პარტიის ყოფილი წევრები თავად არ იღებდნენ მონაწილეობას პარტიულ სამუშაოებში.

"ჩვენ კი არ ვტოვებთ ვინმეს, თვითონ არ იღებენ მონაწილეობას, თვითონ აცხადებენ ხოლმე, რომ ისინი ემიჯნებიან პარტიას ან ტოვებენ მენეჯმენტს. პარტიულ მენეჯმენტს არ მიუღია არცერთი რეპრესიული გადაწყვეტილება. მელიას მხარდაჭერა თუ ხაბეიშვილის, ეს საერთოდ არ არის დღის წესრიგში. ყველა იმ ადამიანს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პარტიის წევრია, შევახსენებდი მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს - ერთიანობის დროა და სამიზნის გასწორების დროა,"- აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

დღის ამბები