"დარწმუნებული ვარ, შინაგანად ადამიანები გრძნობენ, რომ ამ ქვეყნის შვილები არიან და არა მონები და ვასალები "ნაცმოძრაობისა", რომლის უკან მერაბიშვილი და კეზერაშვილია დაბუდებული" ,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ენმ-დან კიდევ რამდენიმე წევრის წასვლას. მისი შეფასებით, ეს პროცესი გაგრძელდება და კიდევ არაერთი ადამიანი დატოვებს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას."
"ეს არ არის მხოლოდ ხაბეიშვილის მენეჯმენტის საკითხი: დარწმუნებული ვარ, შინაგანად ადამიანები გრძნობენ, რომ ამ ქვეყნის შვილები არიან და არა მონები და ვასალები "ნაცმოძრაობისა", რომლის უკან ხაბეიშვილის უკან კიდევ მერაბიშვილი და კეზერაშვილია დაბუდებული, სადისტობის და მოპარვის სამაგალითო ოსტატები. ასერომ, მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი ერთად, ეს კრებული ამ მახასიათებლებისა გახდება კიდევ არაერთი ადამიანის მიერ "ნაცმოძრაობის" და საერთოდ, რადიკალური პოზიციის მიტოვების საფუძველი,"-განაცხადა გია ვოლსკიმ.