საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
"გულწრფელი თანაგრძნობა მინდა გამოვხატო მაროკოელი ხალხის მიმართ. დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა, მრავალი ადამიანი კი, უსახლკაროდ დარჩა. ჩვენი ფიქრები ახლა დაღუპულთა ოჯახებთანაა. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ,"- წერს სალომე ზურაბიშვილი.