"ქართული ოცნების" საოლქო ორგანიზაციებში სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ.
ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს და სტიქიის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
"დილიდან, "ქართული ოცნების" საოლქო ორგანიზაციებში, ადგილობრივი გუნდისა და აქტივის მიერ გროვდება სურსათი, ჰუმანიტარული და პირველადი ჰიგიენური საჭიროებების ნივთები, რომლებიც შემდგომში იგზავნება გურიის რეგიონში, სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს და ჩვენს ქვეყანას,"- წერს დიტო სამხარაძე.