15 ნოემბერი 2024,   17:54
ვრცლად
იმპიჩმენტის პროცესი არის ერთადერთი გზა, მოვახდინოთ რეაგირება იმაზე, რომ დაირღვა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები - ილია დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხსა და 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით კავშირს ვერ ხედავს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქმე კონსტიტუციისადმი დამოკიდებულებას ეხება. დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციის მუხლების დარღვევის ფაქტზე რეაგირების ერთადერთი გზაა.

„პრეზიდენტის იმპიჩმენტსა და საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით კავშირს, ამ წუთას ვერ დავინახავდი. აქ საკითხი ეხება კონსტიტუციისადმი დამოკიდებულებას, რადგანაც ყველამ ვიცით, რომ კონსტიტუციაში ცალსახად, გასაგებად და ნათლად არის გაწერილი ფუნქცია-მოვალეობები, რომელიც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებს აკისრიათ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს კონსტიტუცია არის უზენაესი კანონი, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს.

იმპიჩმენტის პროცესი არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მოვახდინოთ რეაგირება იმაზე, რომ დაირღვა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები,“ - აცხადებს ილია დარჩიაშვილი.

დღის ამბები