ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტის სასარგებლოდ მიიღებს. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ.
"ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ, ვინაიდან, ამ იმპიჩმენტის პროცედურას არ აქვს სამართლებრივი საფუძველი და არც პოლიტიკური შინაარსი. "ქართული ოცნება" ამას იყენებს პირადი გარჩევებისთვის პრეზიდენტთან, რაც ბუნებრივია, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოა და ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმაც დაადასტურეს, რომ ასეთი ფსევდო-პროცედურები ზიანს აყენებს ქვეყნის ევროინტეგრაციას," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას შეფასებით კი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.
"ერთადერთი მიზანი, რაც ამ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას აქვს, ეს არის შეაფერხოს ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, რადგან ცალსახად და მკაფიოდ იქნა აღნიშნული, რომ იმპიჩმენტი ეს არ არის დეპოლარიზაციისკენ გადადგმული გზა. ეს არის პოლარიზაციის გაღრმავება, რაც კიდევ უფრო აუარესებს 12 პუნქტის ნაწილში საქართველოს მდგომარეობას," - აღნიშნა თამარ კორძაიამ.