პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ რატომ მიიღო მმართველმა გუნდმა პრეზიდენტი იმპიჩმენტის პროცედურის საკითხი. მისი თქმით, საჭიროება დადგა, სამართლებრივი გზით პრეზიდენტისთვის მითითებული ყოფილიყო, რომ მისი მთავარი მოვალეობა კონსტიტუციის დაცვაა.
"გადაწყვეტილება იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით მიღებული იქნა გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და თავისი წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელებაში არღვევს კონსტიტუციის ყველანაირ მოთხოვნას. გამომდინარე აქედან, ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სამართლებრივი გზა მოძებნილიყო, რათა პრეზიდენტისთვის მითითებული ყოფილიყო, რომ კონსტიტუცია, პირველ რიგში, უნდა დაიცვას. ამ სამართლებრივი გზის ერთადერთი საშუალება სწორედ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, რაც გულისხმობს, რომ კონსტიტუციურმა სასამართლომ უნდა განმარტოს და შესაბამისი განმარტება მოგვცეს თუ რა არის კონსტიტუციის მოთხოვნა და რამდენად შეესაბამებოდა თუ არა პრეზიდენტის ქმედება," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.