15 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
ისინი სახელმწიფოს ხარჯზე ახდენდნენ თავიანთი პირადი ინტერესების დაკმაყოფილებას, ასეთი არც ერთი ფაქტი არ ყოფილა ჩვენი ხელისუფლების პირობებში - ლევან დავითაშვილი ოპოზიციაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე პირადი ინტერესების დაკმაყოფილებას არ ახდენს.

მისივე თქმით, აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით პრემიერი საზოგადოებას დეტალურად მიაწვდის ინფორმაციას.

"დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის პრემიერი ძალიან დეტალურად და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას, ძალიან მოკლე ხანში თქვენ გაიგებთ. ეს მისი გადასაწყვეტია და გეტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ ის კითხვას საზოგადოებაში არ დატოვებს, არა იმიტომ, რომ ამას ოპონენტები აყენებენ, არამედ იმის გამო, რომ ჩვენ ჩვენს მოსახლეობას და ამომრჩეველს პატივს ვცემთ.

განსხვავებით იმისა, რაც ხდებოდა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომლებიც დღეს რაღაცებზე აპელირებენ, ისინი სახელმწიფოს ხარჯზე ახდენდნენ როგორც წესი თავიანთი პირადი ინტერესების დაკმაყოფილებას, მაგრამ ასეთი არც ერთი ფაქტი არ ყოფილა ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ესეც ძალიან მკაფიოდ იქნება საზოგადოებისთვის განმარტებული.

ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ოპონენტები, ალბათ როგორც წინა ბევრ შემთხვევაში აგორებენ ვითომ სკანდალს და მერე თვითონვე აღმოჩნდებიან ხოლმე ძალიან უხერხულ სიტუაციაში იმიტომ, რომ მათი მხრიდან ე.წ. სკანდალური ინფორმაცია ეფუძნება ტყუილს," - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები