15 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
"ქართული ოცნების" საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში შეხვედრებს იწყებს

ბრიუსელში ევროპარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა იხსნება, "ქართული ოცნების" საპარლამენტო დელეგაცია ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში შეხვედრებს იწყებს.

მაკა ბოჭორიშვილი კოლეგებთან ერთად მოლაპარაკებებს გამართავს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებთან. მთავარი თემა კანდიდატის სტატუსია.

"მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტი არ არის ის ინსტიტუტი, რომელიც უშუალოდ ჩართულია ანგარიშის მომზადებაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ევროპარლამენტარებსაც ჰქონდეთ ინფორმაცია რა ნაბიჯები გადავდგით 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა,"- აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ევროპარლამენტარებს ჰქონდეთ ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებისთვის.

"მნიშვნელოვანია ეს პერიოდი ძალიან, ჩვენ მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ამ ადამიანებს საქართველოდან, რადგან ახლა გადაწყვეტილებების მიღების პერიოდია. ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი და არა ნაყოფი სპეკულაციებისა, რომელსაც ხშირად მიმართავს ოპოზიცია, რაც ძალიან ხელს უშლის პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღებას,"- აცხადებს სარჯველაძე.

დღის ამბები