15 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა იმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა იმართება. მხარეები საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

მთავარი საკითხი უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება იქნება. ამ დროისთვის უკანონო პატიმრობაში საქართველოს ოთხი მოქალაქე რჩება. ბოლო ორი თვის განმავლობაში ოკუპანტების მიერ უკანონო დაკავების 12 და უკანონო ბორდერიზაციის 14 შემთხვევა დაფიქსირდა.

"წლის განმავლობაში უკანონოდ დაკავებული იქნა ჩვენი 25 თანამოქალაქე და ადგილი ჰქონდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 28 შემთხვევას. ცხინვალში, უკანონო პატიმრობაში რჩება 4 ჩვენი თანამოქალაქე, შეხვედრაზე ჩვენ  მოვითხოვთ განახლებულ ინფორმაციას," - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე.



დღის ამბები